სააკაშვილს ტუბერკულიოზი თუ დაუდასტურდება, ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი რეაგირება - ადვოკატი
მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სულ ცოტა ხნის წინ, სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი იყო მისული.
პალატიდან გამოსული ვალერი გელბახიაანი საკუთარი ეჭვების შესახებ ალაპარაკდა.
უფლებადამცველი საეჭვო დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აანონსებს, რომ მისი გამომწვევი მიზეზების დადგენას მოითხოვს და დღის წესრიგში სამართლებრივი რეაგირებას დააყენებს.
„თუ ამ კვლევამ დაადასტურა, რომ მას აქვს ტუბერკულიოზი, ეს ცალკე საგანგაშო თემაა, იმიტომ რომ აქ აიკიდა მაშინ. ვარაუდის დონეზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ტუბერკულიოზის ნიშები აღენიშნება. თუ დადასტურდება, ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი რეაგირება. არასწორ დიაგნოსტიკას შეეძლო გამოეწვია ასეთი ამბები, თორემ საავადმყოფოს პირობებში, იზოლაციის პირობებში როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი დაავადება აღმოჩენილიყო. მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვერ მოძრაობს, არის წოლით რეჟიმზე, ადამიანური ფერი არ აქვს. ერთადერთი რაც შერჩენია ძველი სააკაშვილისგან, არის მეტყველება. მეტით ვერაფრით იტყვით, რომ ის სააკაშვილია. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დააყენოს“. - ამბობს გელბახიანი.