"კორპუსს ბზარები გაუჩნდა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს" - აქცია მშენებლობის წინააღმდეგ
აქცია მშენებლობის წინააღმდეგ. სოხუმის ქუჩის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ. 15 სართულიანი კორპუსის ბინადრები ამტკიცებენ, რომ ღამეების გათენება შიშის ქვეშ უწევთ.
კორპუსის საძირკველი წყალშია, დაბზარულია კედლები და ხალხი შველას ითხოვს.
ამის პარალელურად კი ირკვევა, რომ სიცოცხლისთვის საშიში კორპუსის წინ 32 სართულიანი ახალი კორპუსი შენდება, როელმაც, მოსახლეობის თქმით, 15 სართულიანი კორპუსის გადახრა გამოიწვია.
მოსახლეობა ითხოვს, რომ "მეგა დეველოპმენტის" ხელმძღვანელობა ადგილზე მივიდეს და მათ შეხვდეს.
„ჩვენს ბინებს შეექნა ბზარები. მივმართეთ მერიას, წარმოგვიდგინეს თავიანთი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება როგორი კანონიერი და სამართლიანია ეს კიდევ გასარკვევია. ვართ უპატრონოდ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. იმ წინა კორპუსის მშენებობის გამო კი 68 სმ-ით გადაიხარა კორპუსი“. - ამბობს მოსახლეობა.