მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ, გუშინ სააკაშვილი "გრუზავიკივით" გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც - ადვოკატი

12.11.22 17:19
მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ, გუშინ სააკაშვილი "გრუზავიკივით" გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც - ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სვავს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა სჭირს, მაგრამ პასუხს არავინ ძლევს.

ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის პალატა, სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. 

ადვოკატის თქმით, არ შეიძლება მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ს6 თვის განმავლობაშ სულ სტრესს დააბრალო. 

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მეორე "შერეკილებს" უყურებს და მისი თქმით ეს ყველაფერი ანეგდოტს ემსგავსება.

კითხვებს სვამს, რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს? პასუხები არ არის ამ ყველაფერზე. პასუხია, რომ სტრესისგან გაქვს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი შვილები რომ ჰყავდეთ ასეთ მდგომარეობაში და ექიმი რომ გეუბნებიოდეთ, სტრესისგან გაქვს მეექვსე თვეა სიცხეო, ნორმალური და მისაღები პასუხი იქნებოდა ეს მათთვის? მე ვიცი რაღაც, „შერეკილები“ მაქვს ერთი ფილმი ნანახი და მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ აქ. მოკიდეს ხელი, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან გრუზავიკით შეაყოლეს ემერტეს აპარატი. გუშინ გრუზავიკივით გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც, აპარატი გაგვიფუჭდაო. ამნაირ ანეგდოტურ სიტუაციაში ვართ. ხომ გეუბნებით „ნოშრევანი, აბი გლუკოზა“ - დაახლოებით ამნაირ სიტუაციაში ვართ. 18-ში დაიდება დასკვნა და ყველაფერს გაეცემა ამ კითხვებს პასუხი. იქ ასეთი არაფერი არ წერია, რომ სააკაშვილს სტრესის გამო სჭირს თმის ცვენა, ფრჩხილები ისა, ტუბერკულიოზის ნიშნები და ა.შ.“ - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.