"კომპანია გვეუბნება, რომ მილიონ 200 000 აქვს ჩაყრილი და ვერ შეაჩერებს მშენებლობას" - დაძაბული ვითარება სოხუმის ქუჩაზე

12.11.22 17:31
"კომპანია გვეუბნება, რომ მილიონ 200 000 აქვს ჩაყრილი და ვერ შეაჩერებს მშენებლობას" - დაძაბული ვითარება სოხუმის ქუჩაზე

ამ დრომდე დაძაბულია ვითარება სოხუმის ქუჩაზე, სადაც მოსახლოება 32 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. 

აქციის მონაწილეებთან კომპანია „მეგა დეველოპმენტის“ წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ. 
„მშენებლობა არ შეჩერდება“ - ასეთია კომპანიის ოფიციალური  პოზიცია. 

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ კი ადგილზე ხმაური იყო.

სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში მცხოვრები ხალხი დედაქალაქის მერიას მიმართავს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენს. 

კომპანიის წარმომადგენლები გვადანაშაულებენ ჩვენ. კომპანიის წარმომადგენლებისგან მივიღეთ ასეთი პასუხი, მილიონ 200 ათასი აქვს აქ ჩაყრილი და ვერ შეაჩერებს მშენებლობას". - ამბობს მოსახლეობა.