26 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 74 წლის ქალის გაუაპტიურების მცდელობა ედება, პატიმრობა შეეფარდა

13.11.22 13:19
26 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 74 წლის ქალის გაუაპტიურების მცდელობა ედება, პატიმრობა შეეფარდა

26 წლის მამაკაცი, რომელსაც გამოძიება 74 წლის გაუპატიურების მცდელობას  ედავება, სასამართლოში იმყოფება. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებული სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. მან დუმილის უფლებით ისარგებლა და პროცესზე არაფერი უთქვამს. 

გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული ორი კვრიის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, დღეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების ფორმა გადასინჯა და მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ადვოკატი კი საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს.

ბრალს არ აღიარებს ბრალდებული და იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ისედაც, ყველა გონიერ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, 74 წლის ავადმყოფი, ასთმით დაავადებული ადამიანი, რომელსაც თავისი ასაკობრივი უძლურებაც აქვს, როგორ უნდა გაეწია ისეთი აქტიური წინააღმდეგობა და როგორ უნდა მოეგერიებინა 26 წლის ჯანღონით სავსე ბიჭი? - თქვა ადვოკატმა. 

გამოძიების ვერსიით, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებული მოხუცის სახლში ჩუმად შეიპარა და ქალის გაუპატიურება სცადა. ახალგაზრდა კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.