მტკვარში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს

13.11.22 17:06
მტკვარში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს

მტკვარში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო ოპერაციაში მაშველები, პოლიცია  და სახანძრო სამსახურია ჩართული. სამართალდამცველები ახლა მის იდენტიფიცირებას ცდილობენ. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ახლა უნდა დაადგინონ ადგილი სუიციდს თუ მვკლელობას ჰქონდა. 

ადგილზე შესაბამისი უწყების თანამშრომლები საგანგებო შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ და ნახეს, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქალის ცხედარი იყო გამორიყული. 

შსს-სპრესსამსახური ამ დრომდე ვერ ამბობს, რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება.