"ერმა ასე გადაწყვიტა" - სასულიერო პირების ძვირადღირებული ბოლო მოდელის ავტომობილები

15.11.22 20:16
"ერმა ასე  გადაწყვიტა" - სასულიერო პირების ძვირადღირებული ბოლო მოდელის ავტომობილები

120 ათას  დოლარიანი "ლენდ კრუიზერ 300" მღვდელმთავრის საკუთრებაა. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, სვიმეონ ცაკაშვილი ეპარქიაში ახლა ამ ავტომობილით გადაადგილდება. ამბობს, რომ ასეთი ძვირადღირებული მანქანა მრევლმა აჩუქა და ეს სულაც არ არის მისთვის ფუფუნების საგანი. 

"ერმა ასე  გადაწყვიტა " - ამბობს სასულიერო პირი.

მეუფე სვიმეონის მსგავსად ანალოგიური მოდელისა და ღირებულების  ჯიპი ჰყავს მარნეულის ეპისკოპოსსაც. მან რამდენიმე თვით დაასწრო ცაკაშვილს და ეპარქიაში ძვირადღირებული მანქანით ცოტა უფრო ადრე გამოჩნდა.

"სასულიერო პირები და მათი ბოლო მოდელის ავტომობილები" - ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.