ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა თბილისში - "ტვ პირველმა" ექსკლუზიური დეტალები გაარკვია

15.11.22 20:38
ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა თბილისში - "ტვ პირველმა" ექსკლუზიური დეტალები გაარკვია

ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა თბილისში. 
დაკავებულია პაკისტანის მოქალაქე, 37 წლის  კაცი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენის მკვლელობას გეგმავდა. 

ის თბილისის ცენტრში, კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა და ქალაქის მასშტაბით შეიარაღებული გადაადგილდებოდა.  

სუს-ი ამტკიცებს, რომ  მას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი, თუმცა თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 
სწორედ ამ საქმეს უკავშირდება რამდენიმე დღის წინ დიდუბეში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც სპეცრაზმმა ირანული ენის თარჯიმანი აიყვანა. 

მას და კიდევ ერთ პირს გამოძიება ახლა შეკვეთილი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის თანამზრახველობას ედავება.

თუ რა დეტალები გაარკვია "პირველებმა" შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის შესახებ, იხილეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.