ექსკლუზივი: მოპოვებულია სამედიცინო დასკვნა - რა სჭირს სააკაშვილს და რა დაადგინეს კვლევებით

15.11.22 20:27
ექსკლუზივი: მოპოვებულია სამედიცინო დასკვნა - რა სჭირს სააკაშვილს და რა დაადგინეს კვლევებით

მიხეილ სააკაშვილს ძვლის ტუბერკულიოზი არ დაუდასტურდა. „პირველებმა“ ექსკლუზიურად მოიპვა ფთიზიატრის  მიერ გაცემული დასკვნა, სადაც წერია, რომ გამოკვლევების შედეგად დაავადება, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, არ დადგინდა. 

„პირველების“ ინფორმაციით არის კიდევ ერთი დასკვნა, სადაც კიდურების ანთება არის დიაგნოზი. დღესაც, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ სააკაშვილის გამოკვლევა მიმდინარეობდა. 

ფაქტია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. გაუსაძლის ტკივილებთან ერთად მას უკვე რამდენიმე თვეა მაღალი ტემპერატურა აქვს და რეკორდულად იკლებს წონაში. 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი გასინჯა სახსარზე სასწრაფო ოპერაციის მომხრე იყო. 

ქირურგიული ჩარევის შესახებ რეკომენდაცია შესაძლოა ქართველმა ექიმებმაც გასცეს, თუმცა ოჯახი წინააღმდეგია ოპერაცია საქართველოში გაკეთდეს.