მოქმედების დროა, რუსული რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას- ზელენსკი
"ეს კოლექტიური უსაფრთხოებაზე დარტყმაა" - ამ განცხადებით ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ზლენსკი ცივილიზებულ სამყაროს მოქმედებისკენ მოუწოდებს:
ტერორი არ შემოიფარგლება ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით. რუსული რაკეტები პოლონეთს მოხვდა.
რამდენჯერ უთქვამს უკრაინას, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რაკეტების სროლა ნატო-ს ტერიტორიაზე, ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს ზელენსკი.
პოლონეთში სავარაუდოდ ორი რუსული ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას პოლონური და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები აქტიურად ავრცელებენ.