მძიმე საახალწლო საჩუქარი მოსახლეობას - ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, შეიცვალოს
ყველაზე მძიმე საახალწლო საჩუქარი ხალხისთვის - დეკემბრიდან ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, შეიცვალოს. რამდენიმე წუთის წინ სემეკის შეფმა დაადასტურა, რომ მარეგულირებელი კომისია გაზის ფასის გადახედვას იწყებს. თუმცა, დავით ნარმანია იმასაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს მოსახლეობისთვის, ვინაიდან დადგენილ ტარიფებს სწორედ დეკემბერში ეწურება ვადა. თუმცა, რაიმე სახის ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის - განაცხადა დავით ნარმანიამ.