ებრაელი ბიზნესმენის მოსაკლავად ირანმა საქართველოში "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ქილერების ჯგუფი გამოაგზავნა - მედია
ებრაელი ბიზნესმენის მოსაკლავად ირანმა საქართველოში, "ალ ქაიდასთან" დაკავშირებული პაკისტანელი ქილერების ჯგუფი გამოაგზავნა. ინფომაციას ამის შესახებ ისრაელის მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია "აი 24"-ი წერს, რომ საქართველოში მცხოვრები 62 წლის ბიზნესმენის მკველობას ირანი პირველად არ გეგმავდა.
დაზვერვიდან მოპოვებული ინფორმაციით, "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებულ ჯგუფს იცეკ მოშეს ლიკვადიციისთვის ყველაფერი უკვე მზად ჰქონდა.
„პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ქილერი სექტემბერში ჩამოვიდა და ორი თვის განმავლობაში მოშეს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. იცოდა გადაადგილების ყველა მარშრუტი.
ისრაელი აღნიშნულ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.
იციკ მოშე უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და ბიზნეს საქმიანობას ეწევა. გავლენინმა ბიზნემენმა პირველი ინტერვიუ უკვე მისცა „პირველებს“ და თქვა, რომ ისრაელის პრეზიდენტისგან გაიგო, რომ მისი მკველობა იგეგმებოდა ბიზნესმენისთვის გაურკვეველია, ვინ და რატომ გეგმავდა მის სავარაუდო ლიკვიდაციას.
ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაზე დაკავებულია პაკისტანის მოქალაქე, 37 წლის კაცი. ასევე ირანული ენის 2 თარჯიმანი, რომელსაც გამოძება ცეცხლსასროლი იარაღის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება.