ბიზნესმენის ლიკვიდაციის მცდელობა - ადვოკატების თქმით, დაკავებულ თარჯიმნებს მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ აქვთ
ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ირანული ენის თარჯიმნების უფლებადამცველები ამბობენ, რომ მკვლელობის მომზადებასთან საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე თარჯიმნებს არანაირი კავშირი არ აქვთ.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეულწილად სატელეფონო ზარები იყოს მიზეზი, რის გამოც თარჯიმნებს ხელბორკილები დაადეს
მის ტელეფონზე განხორციელებული ზარები, შესაძლებელია უკავშირდებოდეს ნაცნობთა წრეს, რომელშიც ის არასასურველი ერთ-ერთი პირი, რომელიც დანაშაულშია მხილებული, ირანის მოქალაქეზეა საუბარი და არა პაკისტანის მოქალაქეზე. პაკისტანის მოქალაქე, რომელიც დაკავებულია თავის ჩვენებაში არც ასახელებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს საერთოდ. პირიქით, ის ასახელებს მხოლოდ და მხოლოდ ირანის მოქალაქეს, რომელსაც დუბაიში შეხვდა და დაუკვეთა მკვლელობა“. - ამბობს ადვოკატი ნონა აბულაძე.
მეორე დაკავებული თარჯიმნის უფლებადამცველის თქმით, სატელეფონო ზარები, რომელიც დევს, ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობას არ ეხება.
სატელეფონო ზარები, რომელიც დევს, ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობას არ ეხება. ეს ეხება სხვა საკითხს, რომელთაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი. ეს იარაღი იმისთვის იყო თუ არა, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის უცნობია. ასევე, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ ვისთვის იყო ეს იარაღი. შესაბამისად, თუ რამე დადგინდება ახალი გარემოება, ვნახოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს პირადად არანაირი შემხებლობა ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებასთან არ აქვს“.- ამბობს ადვოკატი მუხრან ღურცკაია.
გამოძება დაკავებულ თარჯიმნებს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება და მკვლელობის მიმართულებით ვერანაირი მტკიცებულებას ვერ მოიპოვებენ საგამოძებო სამსახურები.
ებრაელი ბიზნესმენის მოსაკლავად ირანმა საქართველოში, "ალ - ქაიდასთან" დაკავშირებული პაკისტანელი ქილერების ჯგუფი გამოაგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ქილერი სექტემბერში ჩამოვიდა და ორი თვის განმავლობაში მოშეს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. იცოდა გადაადგილების ყველა მარშრუტი.
იციკ მოშე უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და ბიზნეს საქმიანობას ეწევა. გავლენინმა ბიზნემენმა პირველი ინტერვიუ უკვე მისცა „პირველებს“ და თქვა, რომ ისრაელის პრეზიდენტისგან გაიგო, რომ მისი მკველობა იგეგმებოდა. ბიზნესმენისთვის გაურკვეველია, ვინ და რატომ გეგმავდა მის სავარაუდო ლიკვიდაციას.