5 წელი ციხე ჯართის გამო - 23 წლის ბიჭი შველას ითხოვს
128 ლარის ღირებულების ჯართის გამო 23 წლის ბიჭი ციხეში 5 წლით გაუშვეს - ბექა ხონელიძეს უმკაცრესი განაჩენი ნაგავსაყრელიდან გაუჩინარებული რამდენიმე ფილა თუნუქის გამო გამოუტანეს.
ორი შვილის მამა სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდის. კაცი ირწმუნება, რომ ციხეში იმ დანაშაულის გამო გაუშვეს, რომლიც არ ჩაუდენია.
ბრალდებული ამტკიცებს, რომ ფილები არ მოუპარავს და ჩვენები პოლიციამ გააყალბა.
შემთხვევა 2020 წლის 20 დეკემბერს მოხდა, თუმცა სასამართლოები ბოლო 2 წლის განმავლობაში იწელებოდა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც 23 წლის ბიჭის ბრალეულობას დაამტკიცებს.
მიტოვებული ნაგავსაყრელი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ძველი ქარხნის ტერიტორია კი დაცული არ არის, მეტიც ობიექტს კარებიც კი არ აქვს.
ხონელიძის დედა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მსჯავრდებულმა რამდენიმე თუნუქის ნაჭერი მიტოვებულ შენობაში ნახა, რომელსაც არანაირი შემზღუდავი ნიშანი არ იყო.
მისი თქმით, პოლიციამ ხონელიძე მაშინ დააკავა, როცა ბიჭი ადგილზე მოპედის შესაკეთებლად მივიდა. ქალი ამტკიცებს, რომ ორი შვილის მამას საქმე შეუკერეს და ჯართის მოპარვა დააბრალეს.
შვილები მამის გარეშე უნდა გაიზარდონ. ოჯახთან დამშვიდობების საშუალებაც კი არ მისცეს, მოსამართლემ ჩეი შვილის ადგილზე, პროცესზევე დაკავების ბრძანება გასცა"- აცხადებს დაკავებულის დედა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენება დევს. ექსპერტიზამ ადგილზე ბექა ხონელიძის ბიულოგიური ნიმუში ვერ აღმოაჩინა.