სავარაუდოდ არის შეყვარებულის გამო - გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა

04.03.21 17:16
სავარაუდოდ არის შეყვარებულის გამო - გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა

21წლის ჯარისკაცის,  ჯონი ძინძიბაძის,  ოჯახი გამორიცხავს, რომ სამხედრომ თავი ოჯახური კონფლიქტის გამო მოიკლა. გარდაცვლილის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილს პრობლემები არც სამსახურში ჰქონია და სუიციდის ერთადერთ შესაძლო მიზეზად შეყვარებულს ასახელებს.

ყოველთვის იყო კმაყოფილი თავის სამსახურით, ოფიცრებით და ყოველთვის კარგს იძახდა მათზე, არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს.  სავარაუდოდ არის შეყვარებულის გამო. არავინ იცის, რა მოხდა 2 ადამიანს შორის. არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს სახლშიც და სამსახურშიც -  ამბობს ძინძიბაძის მამა.

3 მარტს მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. მას გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.