ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მოქალაქეს ემუქრება - საბა კბილაშვილმა სამოქალაქო აქტივისტს აგინა

27.11.22 16:01
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მოქალაქეს ემუქრება - საბა კბილაშვილმა სამოქალაქო აქტივისტს აგინა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მოქალაქეს ემუქრება. კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო. საბა კბილაშვილს "ფეისბუქზე" დაწერილი ერთ-ერთი კომენტარი არ მოეწონა და მის ავტორს აგინა.

თავდასხმის ობიექტი ნიკო გორგილაძე გახდა. სამოქალაქო აქტივისტი ახლა გერმანიაში ცხოვრობს.

რაც შეეხება საბა კბილაშვილს, ის "ქართული ოცნების" ყოფილი წევრია. ის ახლა სუბარი-ყაველაშვილის გაერთიანებაში ირიცხება.

დავა სოციალურ ქსელშ მამა ანდრია ჯაღმაიძის "ფეისბუქსტატუსის" გამო დაიწყო. 

"პირველები" საბა კბილაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა. 

მსგავსი სიახლეები