კახეთში, შუამთის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა
კახეთში, შუამთის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 1 ადამიანი, რომელიც კლინიკაში სხეულის 60%-იანი დამწვრობით გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი კოტეჯში გაჩნდა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპული 2 კაცი ქართლიდანაა და შუამთაში არსებულ ერთ-ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.