„რა ტექნიკის მოგვარებაზე ვლაპარაკობთ, ტელეფონით შეგვიძლია, ჩავრთოთ სააკაშვილი" - ხაჭაპურიძე პენიტენციურს
მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ეთანხმება და ამბობს, რომ საქმის დოკუმენტაციის შესწავლას ერთი თვე ნამდვილად არ სჭირდება.
მოსამართლემ სხდომაზე ასევე მიმართა პენიტენციურის წარმომადგენელს კითხვით, თუ რამდენ ხანში მოაგვარებს ტექნიკურ საკითხებს, რაზეც რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხს რაც შეიძლება, მალე მოგვარებენ.
„რა ტექნიკის მოგვარებაზე ვლაპარაკობთ, ტელეფონით შეგვიძლია, ჩავრთოთ ეს ადამიანი“. - ასეთი რეპლიკა გააკეთა შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციურის წარმომადგენელის ნათქვამზე.