რატომ ვერ უზრუნველყავით სააკაშვილის ჩართვა პროცესზე - პენიტენციურის სამსახურის ადვოკატი სასამართლოდან გაიქცა
რატომ ვერ უზრუნველყავით სააკაშვილის ჩართვა პროცესზე - პენიტენციურის სამსახურის ადვოკატმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა, გაიქცა და სასამართლო დარბაზი დატოვა.
მის მანქანას მანდატურის სამსახური გადაეფარა და ხალხისგან მისი დაცვა სცადა.
„მონა ხარ“ - სკანდირებდა ხალხი პენიტენციური სამსახურის იურისტის გამოსვლისას.