"შემიძლია, ლეპტოპი გაჩუქოთ" - ნაყოფია პენიტენიცურს

14.12.22 12:48
"შემიძლია, ლეპტოპი გაჩუქოთ" - ნაყოფია პენიტენიცურს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია, პენიტენციურ სამსახურს ლეპტოპის თხოვებას, ან ჩუქებას სთავაზობს. საუბარია ბრეგაძის უწყების განცხადებაზე, რომელმაც სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ტექნიკური უზრუნველყოფის არარსებობის გამო არ ჩართო. 

ნაყოფიას თქმით, რეალურად, ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის საზოგაოდებისთვის ჩვენების ეშინია.

შემიძლია, ვათხოვო, რა ვიცი... ვაჩუქო... მიზეზი მარტივია, რომ არ უნდათ სააკაშვილის საზოგადოებას, გასაგებია. საზოგადოების ეშინიათ, რა თქმა უნდა , საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს მესამე პრეზიდენტი, დღეს არის სიკვდილის პირას მისული კაცი და სასწრაფოდ არის გადასაყვანილი და სამკურნალო, ესენი კიდევ წელავენ და ხან კომპიუტერი არ აქვთ და ხან ის არ აქვს და ხან ეს არ აქვთ, - თქვა ნაყოფიამ.

ოპოზიციის წევრი ნიკა მელიას სიტყვებს იმეორებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში, ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება. 

არაფერი არ იქნება ისე, როგორც იყო. იქნება ბევრად მწვავე როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, - თქვა ნაყოფიამ. 
 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სასამართლო მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათვაისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა.  მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება.