მიშასთვის 8 დღე სასამართლომდე ძალიან დიდი დროა - გიორგი სააკაშვილი

14.12.22 13:22
მიშასთვის 8 დღე სასამართლომდე ძალიან დიდი დროა - გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, 8 დღე მესამე პრეზიდენტისთვის ძალიან დიდი დროა, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

„შემდეგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 22 დეკემბერს. თითქოს 8 დღე განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი დროა, რადგან ყოველდღე ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება, რადგან დრო აღარ ითმენს, მიშა სააკაშვილის მდგომარეობა არის რთული“. - ამბობს გიორგი სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა  განიხილება 22 დეკემბერს გაგრძელდება. მოსამართლე არევაძემ დღეს სხდომა 1 კვირით გადადო და აღნიშნა, რომ 21 დეკემბერს პროცესს "შეგნებულად არ ნიშნავს".