მიშას სიკვდილზე ექიმებს მიადგებიან, ბოლომდე ნუ გაითხრიან საფლავს - მაქარაშვილი

14.12.22 16:35
მიშას სიკვდილზე ექიმებს მიადგებიან, ბოლომდე ნუ გაითხრიან საფლავს - მაქარაშვილი

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ სააკაშვილის სიკვდილი დადგება, ქართული მართლმსაჯულება ექიმებს მიადგება და მათ დაადებს ხელს.

ამიტომაც, აქტივისტი ექიმებს ურჩევს, საფლავს ბოლომდე ნუ გაითხრიან.

"მარიტას სიკვდილზე ელიავადან მოყვანილი მუშები რომ დაიჭირეს და უნამუსოდ დახურეს საქმე გახსოვთ ხო?
მიშას სიკვდილზე აუცილებლად ექიმებს მიადგებიან 
სანამ დიდი ხნით ჩასვამენ იქნებ ურჩიოთ მედ პერსონალს, ხმა მაინც ამოიღონ, ბოლომდე ნუ გაითხრიან საფლავს 
ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ", - წერს გიგა მაქარაშვილი.