უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი ინტერვიუ სააკაშვილის ჩაშლილ პროცესზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩაშლილ პროცესზე სრულ პასუხიმგებლობას იუსტიციის სამინიტროს აკისრებს.
პირველი ინტერვიუ ნინო ქადაგიძემ სააკაშვილის საქმეზე „პირველებს“ მისცა.
"პირველებთან" მოსამართლე ადასტურებს, რომ დღეს სასამართლო პრეზიდენტის ჩასართავად მზად იყო, თუმცა ვალდებულება პენიტენციურმა სამსახურმა არ შეასრულა.
"პროცესი ჯერ არ შემდგარა, ამიტომ ვერ ვისაუბრებთ ჩვენ უფლებების დარღვევაზე, ამ ეტაპზე.
სასამართლო მზად იყო ჩართვისთვის, მისი ტექნიკური რესურსი მობილიზებული და უზრუნველყოფილი იყო. ხარვეზი ამ თვალსაზრისით ჩვენი უწყების მხრიდან არ ყოფილა. ყველა უწყება სახელმწიფოში ფუნქციონირებს იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს. სასამართლოს რაც უნდა გაეკეთებინა ის გააკეთა.
კითხვებს რა მიჩენს იცით, როდესაც ჩვენი პარტნიორები, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად ერთვებიან ასეთ პროცესებში და სასამართლოზე წინსწრებით აკეთებენ ასეთ დასკვნებს". - ამბობს ნინო ქადაგიძე.