Gojo უკვე საქართველოშია, გადმოჯექი
საქართველოში ტაქსის გამოძახების ახალი აპლიკაცია ჩაირთო, რომელიც მომხმარებლებს ბაზარზე სრულიად ახალ და განსხვავებულ სერვისებს სთავაზობს.
Gojo kids (საბავშვო ტაქსი)
Gojo standard
Gojo luxury (ბიზნეს კლასი)
Gojo care
Gojo kids (საბავშვო ტაქსის) სერვისზე ჩაირთვება ავტომობილის სალონში დამონტაჟებული ვიდეოთვალი, რომლის საშუალებითაც მშობლები ბავშვის მგზავრობას აპლიკაციაში ვიდეო გამოსახულებით გააკონტროლებენ. Gojo kids სერვისზე ბავშვების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.
კიდევ ერთი განსხვავებული სერვისია gojo care , იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის ვისაც გადაადგილებაში სხვისი დახმარება სჭირდება (ხანდაზმულები, შშმ პირები და სხვა)
გოჯო ჯორჯია ქართულ-ბრიტანული პროექტია, რომელიც სამი დღეა საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და მომხმარებელს gojo-ს აპლიკაციით მგზავრობის შეკვეთას სთავაზობს.
ქართულ ბრიტანული კომპანია გოჯო ჯორჯია არის ახალი საერთაშორისო კომპანია გოჯო გლობალის პარტნიორი , რომელიც მსოფლიოში ქმნის ახალ სატრანსპორტო ტექნოლოგიურ ბრენდს, ტაქხის გამოძახების და მიტანის სერვისის პლატფორმებზე.
გოჯო ჯორჯიას მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩასვლისას სადაც gojo-ს აპლიკაცია უკვე მუშაობს შეუძლიათ ისარგებლონ ტაქსის გამოძახებით და პირიქით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს რომლებიც საკუთარ ქვეყნებში სარგებლობენ gojo-ს აპლიკაციით მარტივად ისარგებლებენ გოჯო ჯორჯიას ტაქსის გამოძახების სერვისით.
სამი დღის განმავლობაში გოჯოს აპლიკაციაში 400 მდე მძღოლი დარეგისტრირდა, Gojo-ს აპლიკაციით შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისში ბათუმში, ქუთაისში , გორში, რუსთავში და ახალ წლამდე აპლიკაცია ჩაირთვება ზუგდიდში, თელავში ყვარელში და სიღნაღში.
გოჯო ჯორჯია საკუთარი აპლიკაციით ემსახურება სასტუმროებს რომლებსაც მაღალი და საშუალო კლასის სერვისს სთავაზობს.
გადმოჯექი - ამ სლოგანით და ახალი, განსხვავებული სერვისებით gojo უკვე საქართველოშია.
GOJO - GOOD JOURNEY