კრიმინალური გარჩევა ,,მხედრიონელებს" შორის - ფოტოები სათვალთვალო კამერიდან

29.04.21 11:39
კრიმინალური გარჩევა ,,მხედრიონელებს" შორის - ფოტოები სათვალთვალო კამერიდან

თავდასხმა "მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელზე- ტვ პირველმა ჭავჭავაძის 75 ნომერში არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ფოტოები მოიპოვა. 

კადრში ჩანს 1993 წელს მოკლული ,,მხედრიონელის", ზაზა ვეფხვაძის, შვილი, ალექსანდრე ვეფხვაძე.

ამასთან, როგორც tvpirveli.ge -ს გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ელისო კილაძემ, განუცხადა, მას შემდეგ, რაც თემურ ხაჩიშვილმა ვეფხვაძეს კარი არ გაუღო, ამ უკანასკნელმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და "მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელს წერილი დაუტოვა. 

წერილის შინაარსი ამ ეტაპზე უცნობია. 

თავდასხმის მცდელობა ვაკეში, ხაჩიშვილის მეგობრის ოფისში, მოხდა. ინციდენტში 12 ადამიანი მონაწილეოდა.