ბასილაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა - ჩოგბურთელს უჩივიან და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

29.04.21 12:39
ბასილაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა - ჩოგბურთელს უჩივიან და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ

ცნობილი ჩოგბურთელი ახალ სკანდალში ეხვევა - ნიკოლოზ ბასილაშვილს ქართველი ბიზნესმენი, ირაკლი კაჭარავა, ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. 

ბიზნესმენი ირწმუნება,  ჩოგბურთელის კარიერულ წინსვლაში დიდი ფინანსური რესურსი გაიღო, სანაცვლოდ კი ბასილაშვილს მისთვის ტურნირებზე გამომუშავებული საპრიზო თანხებიდან გარკვეული სახის შემოსავალი უნდა გადაეხადა, თუმცა  ჩემპიონმა პირობა არ შეასრულა.