ექსკლუზიური დეტალები ბანკის დაყაჩაღების საქმეზე - "პირველების" ინფორმაციით, თავდამსხმელი 25 წლის მამაკაცია

15.12.22 20:33
ექსკლუზიური დეტალები ბანკის დაყაჩაღების საქმეზე - "პირველების" ინფორმაციით, თავდამსხმელი 25 წლის მამაკაცია

ექსკლუზიური დეტალები საქართველოს ბანკის დაყაჩაღების საქმეზე.  პირველებმა დაადგინა, რომ თავდამსხმელი 25 წლის მამაკაცია, რომელიც  ბრალის წარდგენას გლდანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. ის სამართალდამცველებმა  გვიან ღამით დოლიძის ქუჩაზე დააკავეს, საიდანაც მიმალვას ცდილობდა.  ნაძარცვი თანხის ნაწილი კი  პოლიციამ იმ ბინიდან ამოიღო, რომელიც მამაკაცს საბურთალოზე მხოლოდ ერთი დღით ქონდა ნაქირავები.

"პირველებმა" გაარკვია, რომ  25 წლის ბიჭი  სხვადასხვა კომპანიაში კურიერად მუშაობდა. ის საქართველოს ბანკის ფილიალში, პეკინის გამზრიზე  ნიღბით და იარაღით ხელში გუშინ შეიჭრა. დაცვის თანამშრომელს ხელები წებოვანი ლენტით შეუკრა, რის შემდეგაც მოლარეს იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა.

ჯერჯერობით დაუდგენელია, რა რაოდენობის ფული წაიღო მამაკაცმა. ბანკის ფილიალი ამ დრომდე დალუქულია, მას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
 

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.