ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პოლიტპატიმრები - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს ბოლო სხდომა გაიმართება

16.12.22 10:42
ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პოლიტპატიმრები - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს ბოლო სხდომა გაიმართება

ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პოლიტპატიმრები - დღეს სააპელაციო სასამართლოშიი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ბოლო სხდომააა ჩანიშნული.  პროცესიამ წუთებში იწყება. არ არის გამორიცხული, მოსამართლეთა კოლეგიამ  გადაწყვეტილება  დღესვე გამოაცხადოს.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ საქმე რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, პოლიტიკურად მოტივირებულია და ადრე თუ გვიან, გამამართლებელი განაჩენი დადგება. 


მოლოდინები ჩვენი არ შეცვლილა სამი წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამშ, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საქმე დასრულდება მხოლოდამხოლოდ გამამართლებელი გადაწყეტილებით. ეს გადაწყვეტილება იქნება დღეს ამ დარბაზში თუ სხვა დროს სხვა დარბაზში, ამას დრო გვიჩვენებს, - ათქვა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა. 
 

აღნიშნულ საქმეში "ტვ პირველის"  დამფუძნებელს თიბისი ბანკის მდაფუძნებლებთან ერთად ფულის გათეთრებას ედავებიან.