დღევანდელი სასამართლოს პირობებში ყველა გადაწყვეტილება შესაძლებელია - ბადრი ჯაფარიძე
თიბისი ბანკის დამფუძნებელიდ ა "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დღევანდელ პროცესზე ყველანაირი გადაწყვეტილების მოლოდინშია. ოპოზიციონერი ლიდერი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს და აბსურდულს უწოდებს.
დღევანდელი სასამართლოს პირობებში ყველა გადაწყვეტილება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს აბსურდული საქმე, რომელიც 4 წელია უკვე გრძელდება, დაიწყო 2018 წელს ჩვენი სასამართლოში ტარება, 4 წელია პოლიტიკური დევნა გრძელდება. რა თ ქმა უნდა, თავისთავად, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ აქ საერთოდ, ერთი მისხალიც კი არ არის, ნიშნებიც კი, რომ რაიმე ყოფილიყო აქ დევნის საფუძველი, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სხდომაა ჩანიშნული. გამორიცხული არ არის, სასამართლომ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
თბისი ბანკის დამფუძნებლებს და "ტვ პირველის" დამფუძნებლის მამას გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.