მადლობა ,,ვივა მედის" პერსონალს ჩემი შვილის მიმართ ყოველდღიური ზრუნვისთვის - გიული ალასანია

16.12.22 13:52
მადლობა ,,ვივა მედის" პერსონალს ჩემი შვილის მიმართ ყოველდღიური ზრუნვისთვის - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა კლინიკა ,,ვივა მედის" მედის ხელმძღვანელობას მადლობას უხდის. გიული ალასანია კმაყოფილებას გამოთქვამს იმ დამოკიდებულებისა და მზრუნველობის გამო, რასაც საავადმყოფოს პერსონალი მისი შვილის მიმართ იჩენს.

რაც შეეხება აგრესიას, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, გიული ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი აპროტესტებს მის უკანონო პატიმრობას.

მადლობა მინდა, სხვათა შორის, ქალბატონ ნინო ნადირაძეს, ვუთხრა. ძალიან კარგი იყო მისი ჩართვა გუშინ. საერთოდ ამ ,,ვივა მედის" ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ, იმ პერსონალის, რომელიც ყოველდღე მასთან არიან, ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ.

ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მიშას პერსონალის მიმართ და პერსონალს მიშას მიმართ. ამის მომსწრე მე ვარ და ამ თემებზე სპეკულაცია ზედმეტია. 

მიშას აგრესია იქიდან მომდინარეობს, რომ სრულიად უსამართლოდ ზის, სრულიად უსამართლოდ იტანს ამ ყველაფერს - განაცხადა გიული ალასანიამ.