აქციის მონაწილეები მთაწმინდის პოლიციასთან თანაგუნდელების გათავისუფლებას ითხოვენ
აქციის მონაწილეები მთაწმინდის პოლიციასთან მივიდნენ და მათი თანაგუნდელების გათავისუფლებას ითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციისგან აინტერესებთ, თუ რატომ დააკავეს ორი პირი.
მათი თქმით, სამართლადამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, რატომ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს.
აქტივისტები ასევე ამბობენ, რომ აქციებს პერმანენტული სახე ექნება და ის გაგრძელდება მანამ, სანამდ ხელისუფლება საააკაშვილს არ გადაიყვანს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები საკანონდმებლო ორგანოსთან საყვირებით და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. რატი ბრეგაძე კრემლის ჯალათიაა - ასეთი იყო იმ პოსტერების შინაარსი, რომელიც ხალხმა პარლამენტთან მიიტანა.
დისკომფორტს იუსტიციის მინისტრს ხალხი ქუჩიდან უქმნიდააა, ამიტომ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები გაანეიტრალა და დააკავა.