"ან სიმულაციაა ან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია" - დავითულიანი სააკაშვილზე

16.12.22 15:19
"ან სიმულაციაა ან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია" - დავითულიანი სააკაშვილზე

ბექა დავითულიანი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სიმულაციაა ან ადგილი მძიმე ფსიქოლოგიურ აშლილოაბს აქვს. ამის შესახებ მან იუსტიციის მინისტრის გამოსვლის დროს განაცხადა. მმართველი გუნდის წევრი დაინტერესდა, თუ ჩაუტარდა ამ კუთხით მესამე პრეზიდენტს კვლევა. 

ჩვენ ვიხილეთ კადრები... ახლა რომ გითხრათ, რომ ვინმეში კმაყოფილებას იწვევს ეს კადრები, რაც გავრცელდა პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ალბათ არა... სულ ორი გზაა: ერთი, რომ იმ ჯანმრთელობის მდგოარეობაზე მიდის რაღაცნაირი სიმულაცია ან ეს პატიმარი არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. მაინტერესებს, თუ მიდის ამ კუთხით კვლევა, თუ აქვს დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს და რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს?, - თქვა დავითულიანმა.