ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე - რას ამტკიცებდა სახელმწიფო ბრალდება
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა. პროცესზე სახელმწიფო ბრალდების განცხადებამ ყველა გაოგნებული დატოვა. პროკურორი, ამტკიცებდა, რომ საქმეს დაზარალებული ჰყავს, თუმცა ვინ მიიღო მატერიალური ზიანი, ვერ დაასახელა.
პროკურორის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ბადრი ჯაფარიძის გაღიზიანებაც მოჰყვა, რის შემდეგაც ხმაური დაიწყო.
სხდომის დასრულების შემდეგ კი პროკურორი ამტკიცებდა, რომ დაზარალებული "თიბისი" ბანკია.