,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს
,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 25 წლის ილია ჯაბაშვილი ბრალს აღიარებს.
დღეს ცნობილი გახდა იმ თანხის რაოდენობაც, რომელიც ჯაბაშვილმა ბანკიდან გაიტაცა. 28 ათასი ლარი სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ ნაქირავები ბინიდან ამოიღეს.
პროკურორის განცხადებით, თავდამსხმელმა თავდასხმა არა ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ იარაღის მსგავსი ნივთით განხორციელდა.
ილია ჯაბაშვილს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ვრცლად იხილეთ საბა სიჭინავას სიუჟეტი.