"დღეს პირველად შემეშინდა" - რას წერს მაქარაშვილი კიევზე დღეს განხორციელებულ იერიშებზე

16.12.22 19:57
"დღეს პირველად შემეშინდა" - რას წერს მაქარაშვილი კიევზე დღეს განხორციელებულ იერიშებზე

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილის, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოცილაურ ქსელში უკრაინაზე ოკუპანტების დღევანდელი ეირეიშების შესახებ წერს.  მაქარაშვილის იმ შემზარავი აფეთქებების შესახებ წერს, რომელიც კიევში განხორციელდა.

დღეს პირველად შემეშინდა.
უთენია დაიწყო განგაში, რომელსაც მოყვა და მოყვა აფეთქებები. ჩაქვრა ყველაფერი რაც ანათებდა, დაიკეტა მაღაზიები, ბენზინგასამართები, აფთიაქები...
მერე შეწყდა განგაში და ქუჩაში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებიც მთელს ხმაზე ყვიროდნენ არ დაგვეტოვებინა თავშესაფარი…
სახლში დასარჩენად ვის ეცალა? ჩავიფუთნე და წავედი ეკლესიაში…
სასახლეს დროშები გადავაფარე, ჰიმნის ჩასართველად ტექნიკა მოვამზადე და კიდევ ერთხელ შემომიტია შიშმა, ჩვენი გმირის გაცილებაზე ცოტანი არ ვყოფილიყავით!
მაგრამ არა, ქალაქში ბომბები ცვიოდა და ეს კაცები იდგნენ მყარი კედელივით, დამძიმებულები, დაღლილები, მართლები.
დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებს!- წერს მაქარაშვილი.