კაცი, რომელმაც ქუთაისში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, ამბობს რომ ხალხი საკუთარ სახლში საქეიფოდ მიჰყავდა
კაცი, რომელმაც ქუთაისში მზგავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, ამბობს რომ ხალხი საკუთარ სახლში საქეიფოდ მიჰყავდა. შემთხხვევა გუშინ მოხდა.
დაკავებულია ორი ადამიანი, ორივე მათგანს ძარცვის მცდელობას ედავებიან.
გვიან ღამემდე გაგრძელდა დაკითხვების სერიაც. გამომძიებლებს მოწმეეები ანუ მგზავრები უყვებიან, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გატაცებამდე მგზავრებს სახლში წაყოლას სთხოვდა.
"ჯერჯერობით ბრალი არ აქვს წაყენებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და არც საქმის მასალები გადმოგვცემია. სრული პასუხსიმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანს არ წარმოადგენდა ავტობუსის მისაკუთრება ან ვინმეს გატაცება. ის გახლდათ ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რის გამოც უჭირდა თავისი ქცევის გაკონტროლება. არავინ დაშავებულა და შეჩერებაც 20-30 მეტრში მოხდა", - ამბობს ადვოკატი.