სილქნეტი რუსულ პროპაგანდისტულ არხებს გათიშავს

17.12.22 15:18
სილქნეტი რუსულ პროპაგანდისტულ არხებს გათიშავს

სილქნეტი რუსულ პროპაგანდისტულ არხებს გათიშავს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

ირკვევა, რომ  Silk TV-ის დსლ და ოპტიკურ პაკეტებში გაითიშება არხები: Россия К;  РТР Планета; Первый канал. Всемирная сеть; Карусель;  Телекафе; Музыка первого; Время:далекое и близкое; Дом кино; Дом Кино премиум; Бобер О!; Поехали; ТВ3; ТНТ Сomedy. 

კომპანია ასევე წერს, რომ აღნიშნული არხები მაღალრეიტინგული არხებით ჩანაცვლედბა.