შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - ზურაბ მახარაძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს
შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - რამდენიმე წუთის წინ „პირველებს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ზურაბ მახარაძე სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.
უწყების წარმომადგენლები ძალადობრივი მოძრაობის ლიდერს დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე უწყების შენობაში დაიბარეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მივა ზურაბ მახარაძე გამოკითხვაზე. ის დიდი ალბათობით გამოძიებას სრულ ჩვენებას მისცემს იმის შესახებ, რაზეც ღია ეთერში ისაუბრა.
"ალტ-ინფოს" წევრს ზურა მახარაძეს ინტიმური ურთიერთობის კადრებით აშანტაჟებენ. ამის შესახებ მან ერთ-ერთ მედიასტან განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აღარ აქტიურობს და გვერდზეა გაწეული.