"სააკაშვილის ადვოკატი ექთანს ართმევს პირად მონაცემებს, მოწმეების და დასაჭერების სიაში უნდა შეგიყვანოო" - ნადირაძე

10.01.23 15:20
"სააკაშვილის ადვოკატი ექთანს ართმევს პირად მონაცემებს, მოწმეების და დასაჭერების სიაში უნდა შეგიყვანოო" - ნადირაძე

კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა კლინიკის ერთ-ერთი ექთანი პალატაში დაიბარა და პირადი მონაცემები გამოართვა. 

"ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, როცა მისი მორიგეობა დასრულებულია, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებისაცო, ეს ნორმალურია? ღმერთო, გაძლება მოგვეცი სიკეთე დასჯადია?!" - წერს ნინო ნადირაძე.