"გამიხარდებოდა მეცხოვრა იმ დროს, როცა სიკვდილით დასჯა იყო" - მღებრიშვილი პოლიციელის მკვლელობას აღიარებს
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველი მოსამართლემ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გიორგი მღებრიშვილი კოლეგის მკვლელობას აღიარებს, თუმცა მოტივზე ვერ საუბრობს.
ერთდაერთი, რასაც ბრალდებული აცხადებს, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და ის, რომ იარაღის სასხლეტზე ხელი გამოეკრა.
"გამიხარდებოდა მეცხოვრა იმ დროს, როცა სიკვდილით დასჯა იყო" - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს პოლიციელმა. ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას დღეს მოკლული სამართალდამცველის მამაც ისმენდა, ამიტომ სასამართლოს დარბაზში მანდატურების განსაკუთრებული მობილიზება იყო.
დეტალები იხილეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.