სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა ქარმა ფოთში, ხობსა და ზუგდიდში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

11.01.23 12:49
სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა ქარმა ფოთში, ხობსა და ზუგდიდში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ფოთში, ხობსა და ზუგდიდში.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, მათ შორის ერთ-ერთ შენობაში, სადაც  დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც სოფლების ნაწილში ელექტროენერგია გათიშულია.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.