სასამართლო უცხოელ ექსპერტს ამ დრომდე ვერ რთავს - სააკაშვილის პროცესზე შესვენება გამოცხადდა

11.01.23 13:18
სასამართლო უცხოელ ექსპერტს ამ დრომდე ვერ რთავს - სააკაშვილის პროცესზე შესვენება გამოცხადდა

სააკაშვილის პროცესზე სასამართლო უცხოელ ექსპერტს, გასტროენტეროლოგ ფინკელს ამ დრომდე ვერ რთავს

ტექნიკურად  ვერ ხერხდება ჯერ-ჯერობით სიგნალის და ხმის გამართვაც. ამიტომაც პროცესზე შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ორი ამერიკელი ექსპერტის გამოკითხვა იგეგმება. სასამართლოს ჩვენებას მისცემენ - ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, ჯეიმს კობი და გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი.