სააკაშვილის დაავადებები მისი სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველია - ამერიკელი ექსპერტი

11.01.23 14:23
სააკაშვილის დაავადებები მისი სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველია - ამერიკელი ექსპერტი

ამერიკელი ექსპერტი ფინკელი სასამართლო დარბაზში პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის დიაგნოზი მალააბსორბცია გართულებული კახექსიით მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველია.

წინა დიაგნოზები, რაც მე ვნახე იყო დამყარებული 2022 წლის მარტში და ივნისში ჩატარებული კვლევების შედეგებზე.
ანორექსიას და გულის რევას რაც შეეხება, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რომელიც ბაზირდება სიმპტომებზე. დოკუმენტში საუბარია მძიმე და განუკურნებელ დაავადებებზე, რომელიც სააკააშვილის სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველია. 

ამ დოკუმენტის მე-10 პუნქტში ჩამოთვლილია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. აბსორბციული ფუნქციის წყვეტა კახექსიის ფაზაში. 

ჩემი აზრის, სააკაშვილის დაავადებები, კოდით კა-90, კახექსია და აბსორბცია უნდა გახდეს სასჯელიდან გათავისუფლების საფუძველი", - ამბობს ექსპერტი.

ფინკელი ასევე ვრცლად საუბრობს იმ დაავადებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არენიშნება. 

გასტროინტესტინალური თვალსაზრისით, ერთ ერთი დიაგნოზი არის რეფლუქს ეზოფაგიტი. ჩემს ქვეყანაში მას ჰქვია ჰიატუსის თიაქარი, შემდეგი დიაგნოზია ეროზიული გასტრიტი, შემდეგი დიაგნოზია ზედაპირული დუოდენიტი, შემდეგი დიაგნოზია პოსტსლივ გასტრექტომია, შემდეგი დიაგნოზია გასტრო ეზოფაგური რეფლუქსი, შემდეგი დიაგნოზია დუოდენალურ-გასტრალური რეფლუქსი, შემდეგი დიაგნოზია დისტალური ეზოფაგიტი, ასევე - ქრონიკული ეროზიული გასტრიტი, კუჭის ანტრალური პოლიპი, ინტესტინალური, ანუ წვრილი ნაწლავების მეტაპლაზია,  წვრილ ნაწლავებში მალაპსოპცია და ეს არის ის, რაც მე დავსვი, კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებებთან დაკავშირებით", - ამბობს გასტროენტეროლოგი.