ჩემს შვილს ასეთი ტემპით რომ ეშენებინა ქვეყანა, როგორც სასამართლო პროცესები მიდის, ისევ 90-იანებში ვიქნებოდით - ალასანია

11.01.23 15:41
ჩემს შვილს ასეთი ტემპით რომ ეშენებინა ქვეყანა, როგორც სასამართლო პროცესები მიდის, ისევ 90-იანებში ვიქნებოდით - ალასანია

გიული ალასანია სასამართლოს ტემპით უკმაყოფილიოა. მესამე პრეზიდეენტის დედა ამბობს, რომ პროცესები ძალიან ჭიანურდება, მიხეილ სააკაშვილს კი ამის დრო არ აქვს, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

"ვუსმენთ ამ ექსპერტებს და ვხედავთ, რომ მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ერთადერთი ის მაფიქრებს, რომ ტექნიკურ შეფერხებებს მიაქვს ძალიან დიდი დრო. ფაქტობრივად ორი საათი ჩართვას ვანდომებთ. არ ვიცი ეს რომელი მხარის ბრალია. ტემპი, რომელიც მე მჭირდება, იმიტომ რომ ძალიან არ შეესაბამება ჩემი შვილის ტემპს. ასეთი ტემპით რომ ეშენებინა ჩემს შვილს ეს ქვეყანა, ახლა ვიქნებოდით ისევ 90-იანებში. ეს სამწუხაროა. რაც შეეხება დიაგნოზებს, მე ადრეც ვიცნობიდი. ძალიან ბევრი დაავადება აქვს. პროცესის დასრულების შემდეგ მე ჩემს შვილთან "ვივა-მედში" წავალ. ვნახოთ, რა იქნება. ტელი მსოფლიოა დაინტერესებული რომ ჩემი შვილი გადაარჩინონ, ვნახოთ, სინათლე გაიმარჯვებს თუ სიბნელე. სინათლესა და სიბნელეს შორის მიდის ბრძოლა", - ამბობს გიული ალასანია.