16 იანვარს სააპელაციო სასამართლო 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულების მიმართ განაჩენს გამოიტანს

11.01.23 17:13
16 იანვარს სააპელაციო სასამართლო 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულების მიმართ განაჩენს გამოიტანს

16 იანვარს პირველ საათზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას 5 ივლისის მოძალადე 5 პირის მიმართ თავისუფლების 5 წლით აღკვეთის შესახებ.

ხუთ ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღეს მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს ბოლო რეპლიკით მიმართეს.

პროცესსს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელებიც  ესწრებოდნენ. 5 მსჯავრდებულიდან სიტყვით მხოლოდ სამმა მიმართა მოსამართლეს, მათ შორის  - დავით კუტალაძემ.  კუტალაძეა ის ადამიანი,  ვინც  ,,ტვ პირველის" ოპერატორს ,,სირცხვილიას" ოფისში  ფიზიკურად გაუსწორდა.

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულმა მოსამართლეს ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისკენ მოუწოდა. 

5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულების ადვოკატს, სერგი ხურციძეს, იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის.

ექსპერტიზის პასუხი, რომელზეც აპელირებს პროკურატურა,  არ მოვა არასდროს, რადგან აღნიშნული ფაქტიურად არ არსებობს. 

მაინც დაცვის მხარეს გვგონია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეიცვლება და ამ ადამიანებს მიეცემათ თავისუფლების საშუალება  - განაცხადა ადვოკატმა.