ბანკის დარაჯად ქცეული პოლიცია. - რა მეთოდებით ებრძვის შსს გაზრდილ კრიმინალს

11.01.23 18:21
ბანკის დარაჯად ქცეული პოლიცია. - რა მეთოდებით ებრძვის შსს გაზრდილ კრიმინალს

 ბანკების ფილიალებთან მთელი დღის განმავლობაში პატრულის ეკიპაჟები მორიგეობენ. საფინანსო დაწესებულებების ძარცვა უკვე თითქმის ყოველდღიურობად იქცა, ამიტომ შს სამინიტრომ მათს ოფისებთან მორიგეობა დააწესა.

პატრულის თანამშრომლები საათობით დგანან შენობებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ  სხვა ბერკეტი კრიმინალთან საბრძოლველად ძალოვან უწყებას არა აქვს. თან ეს იმ ფონზე, როდესაც ბანკის ყველა ფილიალს დაცვის საკუთარი თანამშრომელი ჰყავს. 
 რატომ იქცა პოლიცია ყოვედღიურად ბანკების მცველებად? ოპოზიცია ვარაუდობს, რომ  შსს-ს  მართვის სადავეები გაექცა და ახლა ამ ფორმით ცდილობს გაზრდილი კრიმინალის შეჩერებას.

უფრო ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი.