თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალიდან მომღერალ აჩიკო მეფარიძის პროცესი იწყება
ძალადობაში დადანაშაულებულ მომღერალს დაზარალებული ახალ ბრალდებას უყენებს. ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ აჩიკო მეფარიძე გამოძიების შეწყვეტას ითხოვდა და ამ მიზნით შუამავლის მეშვეობით მის მოსყიდვას ცდილობდა.
თავად მომღერალი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და მომჩივანს პროვოკატორს უწოდებს იმის მიუხედავად, რომ საქმეში სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.
10 თვის წინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მომხდარი ინციდენტის განხილვა ხვალიდან უკვე სასამართლოში გადაინაცვლებს.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.