წულუკიანის მორიგი პროცესი - კულტურის მინისტრს კვლავ გათავისუფლებული თანამშრომელი უჩივის
თეა წულუკიანს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელოდება. კულტურის მინისტრს კვლავ გათავისუფლებული თანამშრომელი უჩივის.
წულუკიანის მორიგი მსხვერპლი რუსუდან თევზაძეა, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერია.
გავრცელებული ინფორმაციით ,მინისტრმა უნივერსიტეტს ულტიმატუმი წაუყენა - თუ თევზაძეს სამსახურიდან არ გაუშვებდნენ, სასწავლებელი გაზრდილ დაფინანსებას ვერ მიიღებდა.
რუსუდან თევზაძე დაითხოვეს, თუმცა ახლა წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი სამართლებრივ დავას იწყებს.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.