დედაქალაქი პარალიზებულია - გაუწმენდავი გზების გამო, მძღოლები და მგზავრები კილომეტრიან საცობებში დგანან

12.01.23 10:51
დედაქალაქი პარალიზებულია - გაუწმენდავი გზების გამო, მძღოლები და მგზავრები კილომეტრიან საცობებში დგანან

დედაქალაქი პარალიზებულია. გაუწმენდავი გზების გამო მძღოლები და მგზავრები კილომეტრიან საცობებში დგანან. შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

გადაადგილება უჭირთ ქვეითებს. თბილისის ყველაზე კრიტიკულ უბნებში პოლიცია დგას და ავტომობილებს მოძრაობის უფლებას არ აძლებს. ეს მდგომარეობაა დილის რვა საათიდან.

არსად  ტექნიკური მარილი  დაყრილი არაა. თბილისის მერიამ გზებზე ზრუნვა მხოლოდ ახლა დაიწყო და განცხადებაც ახლა გაავრცელა.

"შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს განაგრძობს.  
 
ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში  იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე და თბილისს შემოერთებული  ტერიტორიების გზებზე.  
 
დაბალი ტემპერატურის გამო სამუშაოები დილიდანვე  გაგრძელდა.   
 
თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ ის არ არის აღჭურვილი ზამთრის სეზონის  საბურავებით.  
 
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22", - წერია განცხადებაში.