ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული ძალადობის საქმე - მივა თუ არა აჩიკო მეფარიძე სასამართლოში

12.01.23 11:19
ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული ძალადობის საქმე - მივა თუ არა აჩიკო მეფარიძე სასამართლოში

მივა თუ არა აჩიკო მეფარიძე სასამართლოში - ძალადობაში დადანაშაულებული ცნობილი მომღერლის საქმეზე დღეს სასამართლო განხილვები იწყება. პროცესს დაზარალებულიც დაესწრება. ლელა ჯუღელი უკვე სასამართლშია და ამ წუთებში, ელოდება სასამართლოს დაწყებას ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული ძალადობის საქმეზე, რომელშიც აჩიკო მეფარიზე ფიგურირებს.

როგორ ჯუღელი ამბობს, მეფარიძე გამოძიების შეწყვეტას ითხოვდა და ამ მიზნით ჯუღელთან შუამავლებს აგზავნიდა. ასევე ადგილი ჰქონდა მოსყიდვასაც.

"პარკირების გამო დაიწყო დაპირისპირება. წიხლი ჩამარტყა, შემდეგ იყო დაზიანებულ ყურზე მუშტით და შემდეგ სილის გაწნა. 
ეს მოძალადე არის საშიში პიროვნება. ჩემთვის სულერთია ის ვინ არის. ის უნდა დაისაჯოს". - ამბობს ქალბატონი.

გამოძიებას მომღერლის წინააღმდეგ აქვს ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად მეფარიძე მანქანაში მყოფ ქალს. პარკირების გამო დაწყებული  დაპირისპირება ბრალდებულ მომღერალს შესაძლოა  პატიმრობად ან გამოსასწორებელ სამუშაოდ დაუჯდეს.